ილაპარაკე, თუკი მდუმარებაზე უმჯობესი იცი და სათქმელი გაქვს, მაგრამ გიყვარდეს დუმილი, როცა ის თქმას სჯობს.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
ღატაკი, ეს არის შენი კარი, შენ თავად კი – ღვთის კარების წინ მდგარი ღატაკი. როგორც მოექცევი შენს მთხოვნელს, ისეცე მოგექცევა შენც ღმერთი.
ნეტარი ავგუსტინე
ერთი წმინდანი ამბობს, რომ ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის ისეთივე დიდი განსხვავებაა, როგორიც ქანდაკებასა და ცოცხალ ადამიანს შორის.
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი
თქვენ ფლობთ მრავალგვარ სიმდიდრეს? ნუ დაგავიწყდებათ, რომ საბოლოოდ გექნებათ ბინა ორი ნაბიჯი სიგრძეში და ექვსი – სიგანეში, ხოლო ერთი საფლავის ქვა სავსებით საკმარისი იქნება თქვენი დაცვისათვის.
წმ. ბასილი დიდი
თავისუფალია ის ადამიანი, ვინც ხორციელ სიტკბოებას და გრძნობისმიერ სიამოვნებას კი არ ემონება, არამედ ბატონობს თავის სხეულზე გონიერი განსჯისა და კეთილკრძალულების გზით. მადლიერია და კმაყოფილია იმით, რასაც ღმერთი აძლევს, თუნდაც კი ძალზე მცირე იყოს.
როგორც ზომაზე მეტად გრძელი სამოსი უშლის მოგზაურს ხელს სიარულში, ასევე ზედმეტი ქონების შეძენის სურვილი არ აძლევს ნებას ადამიანს, სულის ხსნისათვის იღწვოდეს და საუკუნო ცხოვრება დაიმკვიდროს.
წმ. ანტონი დიდი
გარეგნულმა სილამაზემ მიჩვევა იცის და დროთა განმავლობაში მის მიმართ ინტერესი იკარგება, ხოლო მშვენიერება სულისა პიროვნებას ყოველდღიურად განმაახლებელ ძალას ანიჭებს და მიმზიდველს ხდის მასთან ურთიერთობას. ამ სილამაზეს ვერც ავადმყოფობა, ვერც სიბერე ვერ წაშლის.
წმ. იოანე ოქროპირი,
ღვთისმოშიშება, თავმდაბლობა, სიბრძნე, კეთილზნეობა… – ის თვისებებია, რომელიც კარგი ოჯახის არსებობისათვის აუცილებელ საფუძველს ქმნის. ამიტომაც თავიდანვე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ ვის ირჩევს ადამიანი ცხოვრების თანამგზავრად. ასევე გასათვალისწინებელია ის წინაპირობანი, რაც განსაზღვრავს ამ კავშირს. თუ ოჯახის შექმნას მხოლოდ ხორციელი ვნება ან ანგარება განსაზღვრავს, იგი, ფაქტობრივად, თავიდანვე განწირულია დარღვევისათვის, რადგან მიწიერ, წარმავალ ღირებულებებზეა დაფუძვნებული.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
მკვლელი სულს და სხეულს აშორებს ერთმანეთს, ცოდვა კი სხეულსაც ღუპავს და სულსაც.
ცოდვა სულს მშვიდობას უკარგავს, გონებას – ნათელს, სხეულს – უხრწნელებას, მიწას – კურთხევას, ყოველგვარ ქმნილებას – სიკეთეს. ის იწყებს იმით, რომ ადამიანში ჯოჯოხეთს ასახლებს, ხოლო ამთავრებს იმით, რომ ადამიანს ასახლებს ჯოჯოხეთში.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი
ერიდე ადგილებს, სადაც შესაძლოა დაეცე, რაგდან, როცა ვერ ხედავ აკრძალულ ხილს, არც ისე ძალიან გინდება იგი.
წმ. იოანე კიბისაღმწერელი
იოლად დაცემას არ მიეჩვიო. რადგან ყოველი დაცემისას სულის ზღუდე ირღვევა და მტრისათვის შესვლა იოლდება მანამ, სანამ დამარცხებული მთლიანად ტყვეობაში არ აღმოჩნდება.
ბერი იოსებ ათონელი
გინდა, რომ უფალმა დაფაროს შენი ცოდვები? – ნუ გამოუცხადებ ადამიანებს შენს კეთილ საქმეებს.
წმინდა ბარსანუფი დიდი
თუ ოდესმე ადამიანი ეშმაკის ძალაუფლებაშია, ყველაზე მეტად ეს სიმთვრალის დროს ხდება.
წმ. იოანე ოქროპირი
სასოწარკვეთილების წუთებში იცოდეთ, რომ უფალი კი არ გტოვებთ თქვენ, არამედ თქვენ ტოვებთ უფალს.
ს.ა. ნილუსი
სხვების შეხედულება ჩვენზე – აი, ის სარკე, რომლის წინაშეც თითქმის ყველა გამოუკლებლივ კეკლუცობს. ადამიანი თავის თავს ისე წარმოაჩენს, როგორადაც ისურვებდა, რომ სხვები ხედავდნენ. სინამდვილე კი, როგორიცაა ის თავისთავად, არავისთვის არ არის ცნობილი, საკუთარი თავის ჩათვლით. ხოლო ცხოვრობს და მოქმედებს რომელიღაც გამოგონილი ფიგურა. ლტოლვა ამ სიცრუისკენ იმდენად დიდია, რომ ადამიანი მას საკუთარ თავსაც კი უმსხვერპლებს. ამით ამახინჯებს თავის ბუნებას – ერთადერთსა და განუმეორობელს, რასაც თითოეული ადამიანური პიროვნება წარმოადგენს.
სამაგიეროდ, ყოველთვის როგორ გვატყვევებს შეხვედრა ადამიანთან, რომელსაც არ სჭირს ეს მანკიერება და როგორ გვიყვარს ბავშვები, რომელთა ცნობიერება ჯერაც არ მომწიფებულა, მათი სრული უბრალოება და უშუალობა.
მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)
სჯობს ისევ ცოდვა სინანულით, ვიდრე სიმართლე თავდაჯერებით.
წმ. იოანე ოქროპირი
საკუთრ თავში ამპარტავნების ამოსაცნობად დაუკვირდი, როგორ გრძნობ თავს, როდესაც გარშემომყოფნი რაიმეს შენი სურვილის შესაბამისად არ აკეთებენ. თუკი შენ არ გიჩნდება სურვილი, მოკრძალებით გამოასწორო სხვის მიერ დაშვებული შეცდომა, არამედ უკმაყოფილო ხარ და მრისხანებ, მაშ, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ. თუკი შენი ცხოვრებისეული საქმეების მცირეოდენი წარუმატებლობაც კი მწუხარებას, სიმძიმესა და სევდას იწვევს, ისე რომ არ გამხიარულებს აზრი, რომ შენს საქმეებს ღვთაებრივი ჩანაფიქრი წარმართავს, მაშ, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ. თუ სხვისი, თუნდაც შენი მტრების, წარუმატებლობა გახარებს, ხოლო შენი ახლობლების წარმატებები გამწუხრებს, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ. თუ შეურაცგყოფს მოკრძალებული შენიშვნები შენს ნაკლოვანებათა შესახებ, ხოლო არარსებული ღირსებების ქება გახარებს და აღგაფრთოვანებს, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ.
ნიჟეგოროდის მთავარეპისკოპოსი იაკობი
ვინმეზე დიდი რომ გეგონოს თავი, საძაგელი ხარ უფლის წინაშე. ხშირად შენი თვალით ნანახსაც და შენი ყურით გაგონილსაც ნუ დაუჯერებ – შეიძლება, ერთიც გატყუებდეს და მეორეც.
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)
ნებისმიერ შემთხვევაში ვიყოთ მდაბალნი, რადგან მდაბალი მიწაზე წევს და მიწაზე მწოლარე როგორღა დაეცემა. ცხადია, რომ სიმაღლეზე მყოფს ხელეწიფება დაცემა.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი
ცოდვილი ანდა ზარმაცი ადამიანი, თავმდაბალი და გულით შემუსვრილი ღვთისათვის უფრო სათნოა, ვიდრე ის, ვინც მრავალ კეთილ საქმეს იქმს და ამით თავმომწონეობს.
აბბა დოროთე
სიამაყემ და ამპარტავნებამ ეშმაკი ციდან გადმოაგდო, თავმდაბლობასა და მორჩილებას კი ადამიანი მიწიდან ზეცაში აჰყავს.
წმ. ანტონი დიდი
გამდიდრება გსურს? ღმერთს დაუმეგობრდი და მდიდართა შორის უმდიდრესი იქნები.
ლითონის ჩხრიალი ვერცხლისმოყვარის სმენას იმდენად იპყრობს, რომ ამის გამო მისი ყური უფლის სიტყვას ვეღარ ისმენს.
წმ. იოანე ოქროპირი
გახსოვდეთ, ღვთის სასუფეველში შემავალი კარიბჭე ჩვენი მიწიერი, ამქვეყნიური სამშობლო და ეკლესიაა, ამიტომ მხურვალედ გიყვარდეთ და სიცოცხლეს ნუ დაიშურებთ მისთვის.
წმიდა იოანე კრონშტადტელი
ვინც გვკიცხავს, ის გვჩუქნის, ხოლო ვინც გვაქებს, ის გვპარავს.
ოპტელი ბერი ამბორსი
როგორც ჭამის სურვილი არ კლავს შიმშილს, როგორც წყლის დალევის სურვილი არ სპობს წყურვილს და ვაჭრობის სურვილი არ გაგამდიდრებს, ისე მხოლოდ ცხონების სურვილი ვერ გაცხონებს.
დეკანოზი აბრაამ ნეკრასოვი
გააკეთე ის, რის ქმნასაც სიკვდილის წინ ისურვებდი.
მიტრპოლიტი ფილარეტი
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან.
ეფრემ ასური
სამღვდელოება… (ყველანაირ) ხელისუფლებაზე უპირატესია იმდენად, რამდენადაც სული უპირატესია სხეულზე.
მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი
უწიმაძღვროდ ადამიანის გონებას არ ძალუძს ზეცაში აღსვლა.
ღირსი პეტრე დამასკელი
მთელი გულმოდგინმებით ეძიე და ჰპოვე მასწავლებელი, მოძღვარი, არა ხიბლში მყოფი, არამედ სულიერების მატარებელი, რომლის ცხოვრება მის სიტყვებს ესადაგება, მაღალზნეობრივი და გონებრივად სრულყოფილი, თავმდაბალი, მოკრძალებული და კეთილმოსურნე, ისეთი, როგორიც ღვთის სიტყვით უნდა იყოს, ქრისტესმიერი მასწავლებელი. ჰპოვებ რა ასეთ მასწავლებელს, მიენდე მას, როგორც მამას ერთგული შვილი, იყავი მისი გამგებლობის ქვეშ და ყველაფერი მას შეუთანხმე. მიიღე იგი, როგორც თვით ქრისტე და, არა როგორც ადამიანი და განაგდე შენგან ყოველგვარი ეჭვი და ურწმუნოება, ისევე, როგორც შენი საკუთარი განსჯა და სურვილები: ფეხდაფეხ მისდიე შენს მოძღვარს, უსმინე მას, როგორც შენს საკუთარ სინდისს და მთელი არსებით, ყოველგვარი მერყეობის გარეშე დაემორჩილე.
ღირსნი კალისტე და ეგნატე ქსანთოპულები
მონაზვნები არა მხოლოდ ფარნები არიან, ქუჩაში რომ ანათებენ, რათა ხალხმა არ წაიბორძიკოს, არამედ შორ კლდეზე მდგარი შუქურები, რომელთა მეშვეობით გემები გზას პოულობენ აზვირთებულ ზღვაში და ნავსაყუდლამდე აღწევენ.
ბერი პაისი ათონელი
მონაზონი წუთისოფლიდან შორს მიდის არა იმიტომ, რომ ეს ქვეყანა სძულს, არამედ იმიტომ, რომ უყვარს და ამ გზით შეუძლია უფრო მეტად დაეხმაროს ლოცვებით იმ საქმეებში, რომელთა აღსრულებაც ადამიანთა ძალისხმევით შეუძლებელია და მხოლოდ ღმერთის ჩარევით აღესრულება. ასე მოდის ღმერთისგან ქვეყნის ხსნა.
ბერი პაისი ათონელი
ბერმონაზვნური ცხოვრება მსხმოიარე ხეა, რომლის ფესვი სიყვარულია, ხოლო საზრდო – სინანულის ცრემლები.
ბერი იოილი
ნუ იფიქრებ, რომ უხერხულია აღსარების ჩაბარებისას შენი სულის მხსნელის, მოძღვრის, როგორც ღვთის წინაშე მიწაზე დამხობა. მინახავს, რომ მსჯავრდებულებს თავიანთი მწუხარე და საცოდავი იერით, გულწრფელი აღიარებით და დაბეჯითებითი თხოვნით შეურბილებიათ მოსამართლის სიმკაცარე და მისი რისხვა შეწყნარებით შეუცვლიათ. ამიტომაც იოანე ნათლისმცემელი მასთან მოსულებისგან ნათლისღებამდე ითხოვდა აღსარებას, რომელიც მას კი არ ესაჭიროებოდა, არამედ ადამიანების გამოხსნას.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)
შენ გრცხვენია და წითლდები, როდესაც საჭიროა შენი ცოდვების აღიარება. უმჯობესია ცოდვის ჩადენისას შეგრცხვეს, ვიდრე აღსარებისას. დაფიქრდი: თუკი ცოდვებს აქ არ აღიარებ, მაშინ იქ (საშინელ სამსჯავროზე) გამოცხადდება ყოველივე მთელი სამყაროს წინაშე. სად უფრო მეტი იქნება ტანჯვა? სად მეტი სირცხვილი იქნება? ცოდვის ჩადენისას ჩვენ გაბედულები და ურცხვები ვართ, ხოლო აღსარებისას გვრცხვენია და ვაყოვნებთ.
წმ. ეფრემ ასური
„სიკვდილის წინ შევინანებ" – ამბობს ზოგი. ასეთი სინანულით ჯოჯოხეშთი შეიძლება მოხვედრა.
ვუფრთხილდეთ, რათა უძლურს სინანულიც უძლური არ ჰქონდეს, მომაკვდავს კი – მკვდარი.
თუკი მხოლოდ სიკვდილის წინ შევინანებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კი არ დავუტევებთ ცოდვებს, არამედ ისინი გვტოვებენ.
საჭიროა დავუტევოთ სურვილები, სანამ ისინი დაგვტოვებდნენ და დავტოვოთ ამაოება, სანამ თვითონ დაგვტოვებდეს.
წმ. ტიხონ ზადონელი
ნუ იტყვი: „ხვალ", იქნებ შენთვის უკვე აღარ დადგეს ხვალინდელი დღე. ის ვინც ცოდვათა შენდობას შეჰპირდა მონანულთ, ცოდვაში მყოფთ ხვალინდელი დღის დადგომას არ დაპირებია.
წმ. გრიგოლ დიოლოღოსი
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით.
წმ. ეფრემ ასური
ცოდვილს ღუპავს არა სიმრავლე ცოდვათა, არამედ სინანულის გარეშე ცხოვრება.
წმიდა ტიხონ ზადონელი
რატომ ხდება, რომ ერთი და იგივე სიტყვები, რომელთაც გუშინ ვერც კი ვამჩნევდი, დღეს თავიანთი სიღრმითა და სიბრძნით მაოცებენ, ისე რომ, მიჩნდება სურვილი, ზეპირად დავისწავლო და მთელი ცხოვრება სულში ვატარო? ამის მიზეზი ჩემი გულის არამდგრადობაა. გუშინ ის გაყინული იყო და, ამდენად, მხოლოდ მოხდენილობა და სიმკაცრე აღაფრთოვანებდა, დღეს კი ის დნობაშეპარულ თოვლს ჰგავს და სინათლესა და სითბოს შეჰხარის. მაინც, რა ხდება ჩემი გულის სიღრმეში, სადაც ვერც ჩემი მზერა, ვერც ჩემი გონება ვერ წვდება? იქ, ისევე, როგორც კამარაზე ამობრწყინდება და ჩაესვენება მზე, ყოველდღიურად იბადება და კვდება სინანული.
მღვდელმონაზონი ვასილი, ოპტინელი ახალმოწამე
თუკი უფლისაგან ლოცვით რაიმეს ითხოვ, ის კი შენს შესმენას აყოვნებს, ნუ დაწუხრდები – ღმერთზე გონიერი როდი ხარ.
ისააკ ასური
ლოცვა სულის სუნთქვაა.
წმ. იოარა
რამდენადაც ჩვენ მარხვა არ დავიცავით, განგდებული ვიქმენით სამოთხიდან. ვიმარხულოთ, რათა დავბრუნდეთ.
წმ. ბასილი დიდინე კრონშტადტელი
მარხვა სხეულისა საზრდელია სულისა.
წმ. იოანე ოქროპირი
ეცადე ჭამა-სმის უფალი იყო და არა მონა.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
ვინც მოყვასს წრფელი სიყვარულით ემსახურება, მისთვის დაღლაც კი დასვენებაა, ხოლო ვისაც მხოლოდ თავისი თავი უყვარს და ზარმაცია, უსაქმურობაც კი ღლის.
სქიმ-მონაზონი პაისი მთაწმინდელი
კეთილდღეობა გეწვია? – მადლობა მიუძღვანე ღმერთს. და ეს შენი ბედნიერი ყოფაც მტკიცე იქნება. ხოლო თუკი უბედურებაც დაგატყდება თავს, კვლავაც მადლობა შესწირე შემოქმედ ღმერთს და ყველაფრისათვის განადიდე იგი! რამეთუ, თუკი ამას წრფელი გულით იქმ, მაშინ შენს უბედურებსაც ბოლო მოეღება!
წმ. იოანე ოქროპირი
რატომ განაგო უფალმა იმგვარად, რომ ამქვეყნად არავინაა მწუხარებებისა და სიმძიმის გარეშე? იმისათვის, რომ ადამიანმა არ დაივიწყოს, რომ განდევნილია სამოთხიდან; რათა დედამიწაზე იცხოვროს არა როგორც ამასოფლის მკვიდრმა მშობლიურ მიწაზე, არამედ როგორც მოგზაურმა და სტუმარმა უცხო მხარეში. იგი მუდამ უნდა ეძიებდეს ჭეშმარიტ სამშობლოში დაბრუნებას.
წმინდა თეოფანე დაყუდებული
რატომ გძულს ადამიანი, რომელმაც გაწყენინა? მან კი არა, ეშმაკმა გატკინა გული, ავადმყოფი კი არა, ავადმყოფობა გძულდეს.
დედა სინკლიტიკია
მიუტევე მოყვასს ასი ლეპტა, რათა უფალმა ტალანტების გროვა მოგიტევოს.
წმ. ტიხონ ზადონელი
გახსოვდეს წყენა და ლოცულობდე – იგივეა, რაც ზღვაში დათესო და მოსავალს ელოდე.
წმ. ისააკ ასური
როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს", იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა.
მარხვის შემდეგ პური ტკბილია, მღვიძარების შემდეგ ძილი ტკბილია, თუ დაღლილი ხარ, მაგარ ქვაზე უფრო კარგად დაისვენებ, ვიდრე სავარძელში.
ბერი პაისი ათონელი
ბევრს უნდა იცოდეს, რა ხდება უცხო ქვეყნებში; ხოლო საკუთარ სულში რა მდგომარეობაა – არ ეძიებენ.
ნუ იქნები გზაზე მდგარი სვეტი, რომელიც ქალაქის გზას მიუთითებს, მაგრამ თავად ადგილიდან არ იძვრის: არამედ იყავი წინამძღოლი, რომელიც სხვებსაც უჩვენებს გზას და თავადაც წინ მიდის.
წმიდა ტიხონ ზადონელი
სწავლებანი