ბრილი
ძებნა
საიტის მენიუ
საპატრიარქოს ტელევიზია
...ბრილი...
შესვლის ფორმა
+
საიტის შეფასება
...
სულ პასუხი: 55
მოგესალმები, სტუმარი · RSS 04.12.2024, 15:53

შვიდგზის ლოცვა

ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ მამა-პაპათა ამ წესს და დღე-ღამის განმავლობაში ქვემოთ მითითებულ საათებში დღეში 7-ჯერ უნდა აღვავლინოთ ვედრება უფლისადმი, რომ ღმერთმა მოგვანიჭოს ჩვენ და ჩვენს ერს წყალობა, მშვიდობა, ბარაქა, სიყვარული, სიხარული, სიბრძნე, ჯანმრთელობა, ოჯახის სიმტკიცე, მრავალშვილიანობა, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოების მადლი; მოგვცეს გრძნობა სინანულისა, თავმდაბლობისა, ცოდვათა მიტევებისა, და მოწყალებისა, რაც ყოვლად აუცილებელია მორწმუნე ქრისტიანისათვის. ლოცვა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ განსაკუთრებული ძალა აქვს ლოცვებს დილის 6 საათზე, დილის 9 საათზე, შუადღის 12 საათზე, დღის 3 საათზე, საღამოს 6 საათზე, საღამოს 9 საათზე, შუაღამის 12 საათზე. ეს ლოცვები გადაარჩენს სრულიად საქართველოს, გადაგვარჩენს ჩვენ. ეს მადლიანი ლოცვა-სავედრებელი აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყოველმა ჭეშმარიტმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, იმ ლოცვების გარდა, რომელსაც ის ყოველდღიურად ასრულებს, რათა არ დარჩეს ერთობლივი ლოცვის და ღვთის წყალობის გარეშე. როცა მოაწევს საათი ლოცვისა, სახლში ხარ თუ გზაში, შეჩერდი, და დაიწყე ლოცვა ქვემოთ აღნიშნული წესის მიხედვით და ღმერთი მარად იქნება შენი მფარველი.

შვიდგზის ლოცვა 6 საათზე

შვიდგზის ლოცვა 9 საათზე

შვიდგზის ლოცვა 12 საათზე

შვიდგზის ლოცვა 15 საათზე

შვიდგზის ლოცვა 18 საათზე

შვიდგზის ლოცვა 21 საათზე

შვიდგზის ლოცვა 24 საათზე

www.brili.ucoz.com © 2024