ბრილი
ძებნა
საიტის მენიუ
საპატრიარქოს ტელევიზია
...ბრილი...
შესვლის ფორმა
+
საიტის შეფასება
...
სულ პასუხი: 55
მოგესალმები, სტუმარი · RSS 19.03.2024, 14:51

მობილური ტელეფონების შესახებ




დღეს ხშირად მოყავთ მაგალითები მობილური ტელეფონების შესახებ, რომ ისიც სწორედ იგივე მონაცემების მატარებელია, როგორც ID ბარათი. საბაბის მაძიებელნი სვავენ თითქოსდა ლოგიკურ კითხვას, მაშინ გადააგდეთ მობილურებიც, ის ხომ იგივე ჩიპის მატარებელია? თუმცაღა მოვლენები წააგავს ერთმანეთს, მაგრამ პირობითად რატომ შეიქმნა განგაში სწორედ ID ბარათებზე და არა მობილურებზე ქვემოთ მოგახსენებთ: აქ არის საუბარი კონტროლის იმ მექანიზმზე, რომლის გარეშეც ყოფა-ცხოვრება არ შეგეძლება _ ვერც იყიდი, ვერც გაყიდი, რა ფუნქციაც მობილურს საერთოდ არ გააჩნია, მობილურით ვერავინ გაიძულებს რომ იყიდო ან გაყიდო რამე. საიდენტიფიკაციო ნომერი და ID ბარათები წინაპირობაა სხეულში ჩასადგმელი ინპლანტისა, რომლითაც საბოლოოდ უნდა მართონ ადამიანი, რასაც ვერ ვიტყოდით მობილურ ტელეფონებზე. ID ბარათებში „აბდეითის” ფუნქციით შეეძლებათ ადამიანს შეუცვალონ ინფორმაცია, რომელი ინფორმაციითაც ზიანს მიაყენებენ მას _ დაიჭერენ, კომპრომატს შეუქმნიან, რამეთუ ის არის ოფიციალურად დამამტკიცებელი ინფორმაცია. მობილურში არც ოფიციალური დოკუმენტია შესული და არც ეს საფრთხე ემუქრება მის მომხმარებელს. საზღვარზე გადასვლის ან სხვადასხვა კუთხეში ყოფნისას ID ბარათი შენი პიროვნების დამადასტურებელი საბუთია და მობილურით კი ოფიციალურად არსად არ წარსდგები. ID ბარათებით გიფიქსირებენ რას იყიდი, რა თანხა გაქვს, რა ოფიციალურ საბანკო თუ საყოფაცხოვრებო ოპერაციას ასრულებ ცხოვრების მანძილზე და ეს ყველაფერი აღიბეჭდება მონაცემთა ბაზაში, რა ფუნქციაც საერთოდ არ გააჩნია მობილურს. ასე რომ თვალთვალი და მოსმენა ადრინდელ დროს ქალაქის ტელეფონებით და სხვადასხვა საშუალებებითაც იყო შესაძლებელი _ ხმის ვიბრაციის დაჭერით, თუ ათასნაირი მოსასმენი აპარატებით, თუნდაც პერსონალური მეთვალყურეობით, მაგრამ ასეთი სახის კონტროლზე ადამიანი არ აწერს ხელს და ეს არ არის ოფიციალური დოკუმენტი, ეს არის დამსმენის ან მეთვალთვალის ინიციატივა, მისი ცოდვა და არა პიროვნებისა, ამით არ გვემუქრება იძულებით ნების ხელყოფა ან ანტიქრისტეანულ ნიშნებთან შეხება. თუმცა კონტროლის რაღაც მექანიზმი რომ მობილურ კავშირებში და ინტერნეტ სივრცეებშიც შეიმჩნევა და ეს სხვადასხვა ქსელები, მოსმენისა და ინფორმაციის გაჟონვის საშუალებად რომ არ იქცეს, უნდა დავიცვათ თავა ამისაგან და ამ კუთხით შეიქმნას სამომავლოდ სხვადასხვა მექანიზმები _ სახელმწიფო კანონის საშუალებით იქნება ეს, კიბერნეტიკული სისტემის დაცვის საშუალებით, თუ პირადი ჩვენი სიფრთხილით, რომ საჭიროებისამებრ გამოვიყენოთ და 24 საათი არ ვიყოთ ამ ყველაფერში ჩართულნი. მაგრამ ერთი რამე უდავოა, რომ ტექნიკის ეს პროცესი ადამიანის სულს ვერ წარწყმედავს, რასაც ვერ ვიტყოდით მოცემულ ID ბარათებზე და ადმიანის სხეულში ჩასადგმელ ინპლანტებზე, რომლის გარეშეც ვიმეორებთ, რომ ვერც იყიდი და ვერც გაყიდი. ეს დრო შორს აღარ არის, რადგან ასეთი სახის ინპლანტების რეკლამა უკვე საქართველოს ტელევიზიებითაც კეთდება. ის ადამიანის მოუშორებელი მუდმივი თანამგზავრი და ზედამხედველი იქნება მისი ცხოვრების მანძილზე.
სხვა თანამედროვე ტექნიკის გამოყენებაზე პირადი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ... თუმცა ტექნიკის უარყოფითი თვისებები დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გამოვლინდება და თუ გააცნობიერებს ადამიანი, რომ 24 საათის განმავლობაში მის საუბარს უსმენენ ან ჩანაწერს უკეთებენ, ადვილი შესაძლებელია მობილურებთან მიმართებაში ადამიანის ასეთი ახლო დამოკიდებულება შეიცვალოს. მობილურის ID ბარათთან ოფიციალურად მიბმა კი, როგორც ეს იუსტიციის სამინისტრომ სამომავლო გეგმად წარადგინა, უკვე საშიშია, რამეთუ იგი ID ბარათთან ერთად იურიდიულ ძალას იძენს. ასეთ ტექნიკასთან ბრძოლა კიდევ შეიძლება: აღარ ატარებ ადამიანი მობილურს და ამას ვერავინ გაიძულებს, მაგრამ ID ბარათს და მეტადრე სხეულში ჩადგმულ ინპლანტს ვეღარაფერს უშველი _ ის შენი ყოფა-ცხოვრების მთავარი სიმბოლო ხდება და მუდმივი თანამგზავრი..."
ნაწვეტი „ახალი მოწმობების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) მიმართვის პროექტი ხელისუფლებისადმი"


თანამედროვე ადამიანთა, უპირველეს ყოვლისა კი მართლმადიდებელ ქრისტეანთა მიჩვევა მობილური ტელეფონებისადმი, აუცილებელი სიფრთხილისა და სიფხიზლის დაქვეითებას იწვევს. ხშირად ნახავ უბრალოდ უმსგავსო საქციელს, რაც გამოიხატება ღვთისმსახურების დროს ტაძრიდან გამოსვლისა თუ გამორბენის სცენას, დემონსტრატიულ ლაპარაკს ტაძარში მდგომ ერისკაცთა თუ კლერიკოსთა დასში მყოფთა შორის. ამგვარი საქციელის ანალიზი ცხადყოფს, რომ ქრისტეანმა აუცილებლად უნდა აღზარდოს საკუთარ თავში თვითკრიტიკული დამოკიდებულება (ამის შესახებ საკმაოდ ბევრს წერენ ამბა დოროთე და ღირ. იოანე კიბისაღმწერელი), შეადაროს თავისი მოქმედება წმიდა მამათა სწავლებას ლოცვის დროს ყურადღებისა და ეკლესიაში დგომის შესახებ, რადგან ამ დროს ადამიანი თვით ღმერთს ელაპარაკება და გაიაზროს, რამდენად მკრეხელურია ღმრთის წინაშე ამგვარი მოქმედება.

ასეთ შემთხვევაში ტელეფონი ყოველდღიური აუცილებლობისა და ცხოვრებისეული თანაშემწის საგნიდან, სულის წარმწყმედელ იარაღად გარდაიქცევა. ადამიანის სულიდან იდევნება ყველაზე უმთავრესი - ღმრთის შიში და მოწიწება, იწყება ცნობიერების რღვევის კატასტროფიული პროცესი, რომელიც გაამსოფლიურებად ან სულიერ გადაგვარებად იწოდება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მობილურ ტელეფონებზე არსებულ იმ ობიექტურ ინფორმაციას, რომელიც მოცემულ სტატიაშია გადმოცემული. ჩვენი პირადი კატასტროფა კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ ძალზედ ხშირად ვხდებით საღმრთო მადლის გამნიავებლები და სრულიად უგრძნობელნი ვხდების მის მიმართ.

სინანული ქრისტეანის ცხოვრების საფუძველია. ის არის სწორი სულიერების არსებითი ნიშანი. ხოლო კრიტიკული თვითშეფასების გარეშე, საკუთარ ბიწიერ და ვნებისმიერ მიდრეკილებებთან ბრძოლის გარეშე სინანული შეუძლებელია. მშობლები, რომლებსაც ღმრთის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა გააჩნიათ თავიანთი შვილების აღზრდისთვის, უფლება არ გააჩნიათ უგულისხმონი იყონ იმისდა მიმართ რასაც აკეთებენ და რით ერთობიან ბავშვები. და თუკი მშობლები, სხვების მიბაძვით, თავიანთ შვილებს მობილური ტელეფონებისკენ აქეზებენ, ამით ისინი უბიძგებენ მათ ერთგვარი "ვირტუალური სამყაროსკენ" და უფლებას აძლევენ მშობლებისგან დაფარული, თავიანთი ცხოვრებით იცხოვრონ.

არადა ცოდვისადმი ინტერესს, რომელიც მოზარდებს ახასიათებთ, მობილური ტელეფონი მხოლოდ აღვივებს და ისინი ბინძურ საქმეებში "საბოლოო გამარჯვებამდე" მიჰყავს. აღარაფერს ვამბობთ უკვე სხვა არანაკლებად მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა მოზარდთა ხორციელი და ფსიქიური ჯანმრთელობა, რომელთაც მობილური და კომპიუტერული ტექნიკა, მათი არასწორი, გაუფრთხილებელი და არაზომიერი გამოყენებით, სასტიკად ანგრევს. ღმერთმა ქნას, რომ ძალიან საინტერესო წინამდებარე მასალის წაკითხვის შემდეგ, მშობლებმა და მოზარდებმაც გამოიჩინონ აუცილებელი ქრისტეანული ყურადღება და გულისხმიერება.

პერსონალური ჯიბის ჯაშუში

ვატარებთ მობილურ ტელეფონებს და არ ვუწყით, რომ სრულიად ხელმისაწვდომს ვხდით ყოველგვარ ინფორმაციას საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ. მობილური შესაძლებლობას იძლევა თვალყური ადევნონ თქვენს ნებისმიერ ზარსა და გასაუბრებას. ის აგრეთვე ნახევარი მეტრის სიზუსტით არეგისტრირებს მფლობელის გადაადგილებას ქალაქის მასშტაბით, რითაც შესანიშნავად ასრულებს ფარული მეთვალყურის ("жучок") მოვალეობას. შეიძლება გამოდგეს "სიცრუის დეტექტორადაც". ქსელური კავშირების ამ შესაძლებლობებით უპირველეს ყოვლისა სპეცსამსახურები სარგებლობენ. მაგრამ ამჯერად საიდუმლო ტექნოლოგიები კრიმინალურმა სამყარომაც აქტიურად და საკმაოდ წარმატებითაც აითვისა. ხელმარჯვეთა ხელებში მობილური ტელეფონი შეიძლება ცეცხლსასროლ იარაღზე უარესი საშუალება გახდეს.

"ზარების მოსმენა" - ქსელური კავშირების ყველაზე მარტივი "ჯაშუშური" შესაძლებლობაა. ჩვენს დროში პოლიცია თითების ანაბეჭდების აღების შემდეგ, მირბის ქსელურ კომპანიაში კონკრეტული მოთხოვნების გასაკეთებლად. დღეს თითოეული მობილური ტელეფონი თვითონ, გამუმდმებით აგზავნის სიგნალებს რამოდენიმე საბაზო სადგურზე. ამ სადგურების ყველა მონაცემი "იწერება". შედეგად, არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს აღდგენილ იქნას ტელეფონის კოორდინატები დროის ნებისმიერი მომენტისთვის და განსაზღვრულ იქნას, "სად დაეხეტებოდა" მისი მფლობელი. პოლიციისთვის სავსებით საკმარისია მხოლოდ გაარკვიოს ნებისმიერი ჩვენგანის "მობილური ისტორია" და ის უამრავ საიდუმლოს შეიტყობს ჩვენს შესახებ. სურვილის შემთხვევაში კი შეუძლია საკმაოდ შთამბეჭდავი დოსიეს შედგენაც, თანაც ყველა აბონენტის ზარებისა, და sms-ების შესახებ ოპერატორები ვალდებულნი არიან შეინახონ არა ნაკლებ ნახევარი წლის მონაცემები. თანაც, ყველა აბონენტმა როდი იცის, რომ "პელენგაციას" ექვემდებარება არა მარტო ჩართული, არამედ გამორთული ტელეფონიც. ასეა მოწყობილი ეს ტექნოლოგია. ნებისმიერი ტელეფონი, "გამორთულიც" კი, აგრძელებს ქსელში სიგნალების გადაგზავნას! "გაქრობის" ერთადერთი გზა მხოლოდ ტელეფონიდან აკუმულატორის ამოღებაა.

კოორდინატების განსაზღვრა ზარებისადმი თვალყურის დევნება - ყველაზე ნაკლებია, რისი გაკეთებაც შეუძლია მობილურ ტელეფონს. ყოველი მათგანი პოტენციური მეთვალთვალეა ("ჯუჩოკია"), რომელიც დისტანციურადაც ადვილად კონტროლირებადი ხდება. ასე, მაგალითად, რამდენიმე თვის უკან ნოვოსიბირსკში ჰაკერმა დისტანციურად "დაიმორჩილა" ერთი ლამაზმანის მობილური ტელეფონი, შემდეგ კი მის ნათესავებს ამ მობილურიდან მოსმენილი და ჩაწერილი საუბრები დაუგზავნა.

აღმოჩნდა, რომ ყველა ზარი ისმინება, ხოლო შეტყობინებები იწერება. ამის დასამტკიცებლად ამ ჰაკერმა ავტომოპასუხეზე გაგზავნა "შეპყრობილ" საუბართა ჩანაწერები, დაუმატა მას ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ ახლა და როგორ არიან ჩაცმულები ტელეფონების მფლობელები. მაშასადამე, თვალთვალი მობილურში ჩამონტაჟებული კამერებითაც ხდება... მობილური ტელეფონების გამორთვის შემთხვევაში, დამნაშავე დისტანციურად ააქტიურებდა მათ კამერებსა და მიკროფონებს და მათ საუბრებს უწინდელივით იწერდა. ზუსტად ასევე რთავდა ის მობილურებს, რათა მათთვის მორიგი შეტყობინებები და მუქარები გაეგზავნა. ამასთანავე ჰაკერი იყენებდა ერთ ერთ "დამონებულ" აპარატს, რათა მათგან შეტყობინებები სხვა მობილურებისთვის დაეგზავნა. შედეგად ტელეფონების მფლობელებმა დამატებით უზარმაზარი საგადასახადო უწყებების მიიღეს ქსელური კავშირების ოპერატორებისგან.

მაგრამ, ყველაზე უარესი რაც არის, ვისთვისაც უნდა მიემართად ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლთ - პოლიციისთვის თუ ქსელური კომპანიისთვის, - მათ საჩივრებს ყველა უნდობლობით ეკიდებოდა. რამდენიმე კვირის შემდეგ დევნა შეწყდა. მავნებელი ვერავინ აღმოაჩინა.

ამჯერად, მსგავსი ტექნოლოგიები, როგორც იტყვიან, ხალხშიც გაიჭრა. ამასწინანდელ არჩევნებზე, ერთ ერთი პარტიის შტაბზე კონკურენტებმა მოაწყვეს ე. წ. ტრელ-შეტევა. პარტიის ლიდერთა, ასევე საარჩევნო შტაბის წევრთა მობილურებს თავს დაატყდა "ცარიელი" ზარების მთელი ქარიშხალი ამოუცნობი ნომრებიდან. ყურმილში კი ხმას არავინ იღებდა... ასეთი ზარები ერთ წუთში ათი შემოდიოდა. შედეგად შტაბისა და თვით პოლიტიკოსების მუშაობა სრულიად პარალიზებული აღმოჩნდა. აქტივისტებმა ქსელურ ოპერატორს შესჩივლეს. ამის შემდეგ შეტევები შეწყდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ უფრო ძლიერი ძალით განახლდა. ამჯერად ცარიელი ზარები პოლიტიკოსთა ნათესავებისა და ახლობლების სატელეფონო ნომრებიდან წამოვიდა... გამოძახებათა ნაწილი ყალბი აღმოჩნდა, ნაწილი კი დისტანციურად გააქტიურებული მობილურებიდან მოდიოდა.

არის ნაკლებად თვალსაჩინო საშიშროებაც. მაგალითად, რაკეტა, რომელიც ჯოხარ დუდაევს დაეცა, კოორდინირებული იყო მისი მობილური ტელეფონიდან გამოსხივებული სიგნალების მიხედვით.

წყარო: "Аргументы неделi" №3, 2008

რუსი და უცხოელი მეცნიერები ამტკიცებენ: მობილური ტელეფონები ჯანმრთელობისთვის მავნეა!

არცთუ დიდი ხნის წინათ მორიგი ექსპერიმენტის შედეგები გამოქვეყნდა. მეცნიერებმა ლოს-ანჟელესის უნივერსიტეტიდან და დანიური ქალაქის, ორხუსის მეცნიერებმა შეისწავლეს 13 000 მოზარდის ჯანმრთელობა, რომლებიც 1990-იანი წლების მიწურულს დაიბადნენ. აღმოჩნდა, რომ პატარებს, რომელთა დედები ფეხმძიმობის პერიოდში მობილური ტელეფონით დღეში ორჯერ მაინც თუ ლაპარაკობდა, 54%-ით მეტი მიდრეკილება ჰქონდათ განვითარების შეფერხებისკენ! კერძოდ - ისინი ჰიპერაქტიურები არიან, მათ უჭირთ თანატოლებთან კონტაქტის დამყარება, ზედმეტად ემოციურები არიან და გააჩნიათ ქცევითი პრობლემები. ხოლო თუ "მობილიზებული" ბავშვები თვითონაც ადრე იწყებენ მობილური ტელეფონების გამოყენებას, იგივე გადახრების რისკი 80%-ით იზრდება.

ამ ცნობას განმარტავს ელექტრომაგნიტური უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი, ნეიროგამოსხივებათა დაცვის რუსეთის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ოლეგ გრიგორიევი: "ჯერ კიდევ 2001 წელს, ელექტრომაგნიტური ველების ადამიანზე ზემოქმედების ფუნდამენტალური ცოდნიდან გამომდინარე, ვამბობდით, რომ მობილური ტელეფონები საშიშია..."

მრავალი რამ იქიდან, რაზეც რუსი მეცნიერები ხუთი-ექვსი წლის წინათ აფრთხილებდნენ, ამჯერად ექსპერიმენტალურად დასტურდება. "უპირველეს ყოვლისა მობილურები ახდენენ ნეიროდეგენერატიული აშლილობის პროვოცირებას და ცენტრალური ნერვული სისტემის მოშლას, - განმარტავს გრიგორიევი. - არსებითად, ეს არის ე. წ. რადიოტალღური დაავადების საწყისი სტადია".

ნეიროგამოსხივებათაგან საზოგადოების დაცვის რუსეთის ნაციონალური კომიტეტის სპეციალისტებმა მოამზადეს მოხსენება "ბავშვები და მობილური ტელეფონები: მომავალი თაობა სერიოზულ საფრთხეშია". აი ციტატა ამ მოხსენებიდან: "ბავშვებს, რომლებიც იყენებენ მობილურ ტელეფონებს, შესაძლოა გამოუვლინდეთ შემდეგი მოშლილობანი: მეხსიერების დაქვეითება, ყურადღების მოდუნება, გონებრივი და შემეცნებითი უნარების დაქვეითება, გაღიზიანებადობა, უძილობა, სტრესული რეაქციებისკენ მიდრეკილება, ეპილეპტიკური მზადყოფნის ამაღლება.

შესაძლოა მოგვიანებითი შედეგებიც: ტვინისა და სმენით-ვესტიბულარული ნერვული სისტემის სიმსივნე (25-30 წლის ასაკში), ალცჰეიმერის დაავადება, გონების დაჩლუნგება, დეპრესიული სინდრომი და თავის ტვინის ნერვული სტრუქტურების დეგენერაციული გამოვლინებანი (50-60 წლის ასაკში)".

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რუსი მეცნიერების დასკვნები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მთავრობებში ოფიციალურად გაავრცელა.

წყარო: http://www.kp.ru/daily/24126/347089/print/


მობილური ზომბირება

"სახალხო რადიოს" პროგრამა "სახალხო ინტერესით" (04.02.2008), სრულიად რუსეთის განათლების ფონდის პრეზიდენტის, ცენტრ "დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის" ექსპერტის, პროფესორ სერგეი კონსტანტინეს ძე კომიკოვის გამოსვლიდან: "ჯერ კიდევ არ ესმის მრავალს, რამდენად მავნეა გლობალური თვალთვალის გამოყენების საშიშროება. დღეს არავისთვის არ არის უცხო, რომ როდესაც უერთდები ქსელურ კავშირებს, ფაქტიურად მისი მძევალი ხდები და უკვე მიეცი მას შენი ცხოვრებისეული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი, რომელიც უცხო პირთა ხელში გადავიდა. რადგან ყველა სატელეფონო საუბარი იშიფრება და ქსელური კავშირების ამავე არხებით ადამიანზე შეიძლება გარკვეული ზემოქმედების განხორციელებაც, როდესაც, ლაპარაკის დროს, მისი მისამართით სხვადასხვა სახის სიგნალები იგზავნება. ელექტრონული სანიშნების დონზეზე დღეს უკვე მიმდინარეობს მოსახლეობის, უპირველეს ყოვლისა კი მოზარდი თაობის მასობრივი ზომბირება".

ამგვარად, მობილური ტელეფონი ეს არის გლობალური თვალთვალის საშუალება, მოწყობილობა ცნობიერების დასაპროგრამებლად და მას ადამიანისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება შეუძლია.

მობილურების გამო ბავშვები უარესად სწავლობენ, მოზრდილები კი დროზე ადრე ბერდებიან.

 - უკეთესია მობილურით სარკესავით ისარგებლო!
რუსი და უცხოელი მეცნიერების გამოკვლევები ცხადყოფენ: მობილური ტელეფონები ჯანმრთელობისთვის საშიშია!


ამოჭერი და შეინახე!

როგორ დავიცვათ საკუთარი თავი და მოზარდი თაობა მობილურებისგან

გასაგებია, რომ მობილურებს თავს არავინ დაანებებს. მაგრამ შესაძლოა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ზიანი, რომელისც შეიძლება მან მიაყენოს ჯანმრთელობას. აი, რუს სპეციალისტთა რჩევები:

1. შეამცირეთ საუბრების დრო მობილურებით. სასურველია დღეში ილაპარაკოთ არა უმეტეს 15 წუთისა, თანაც მცირე მონაკვეთებით: ერთი წუთი ილაპარაკე - 5 წუთი დაისვენე. განსაკუთრებით მკაცრად უნდა მიაქციონ ყურადღება მობილურებით ლაპარაკს მათ, ვინც რეაგირებს მაგნიტურ ქარიშხლებზე: მეტეოდამოკიდებულება იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი ორგანიზმი ისედაც მგრძნობიარეა ელექტრომაგნიტური ტალღების მიმართ.

2. თუ მაინც დღის განმავლობაში ერთ საათზე მეტი ხნით გიწევთ მობილურით ლაპარაკი, წელიწადში ერთხელ მიაკითხეთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც იკვლევს ადამიანზე სხვადასხვა სახის გამოსხივებების ზეგავლენას, მაგ.: პროფპატოლოგს ან ნევროპათოლოგს.

3. ლაპარაკისას შეძლებისდაგვარად შორს დაიჭირეთ მობილური ტელეფონი და საერთოდ, შორს დადეთ ის მაშინაც, როცა არ ლაპარაკობთ. ნუ ატარებთ მას გულის ჯიბით. ჩანთით ტარება  უმჯობესია.

4. ლაპარაკის დროს ჰენდს-ფრის გარნიტურით ისარგებლეთ.

5. ღამით მობილური გამორთეთ. უკიდურეს შემთხვევასი კი თავიდან 1 მეტრის მოშორებით დადეთ.
 


www.brili.ucoz.com © 2024