ბრილი
ძებნა
საიტის მენიუ
საპატრიარქოს ტელევიზია
...ბრილი...
შესვლის ფორმა
+
საიტის შეფასება
...
სულ პასუხი: 48
მოგესალმები, სტუმარი · RSS 21.09.2017, 13:30


     

მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) დაიბადა 1960 წლის 29 მაისს ყაზბეგის რაიონის სოფელსნოში, ღვთისმოშიშ ოჯახში, 1977 წელს დაამთავრა სნოს საშუალო სკოლა.

1978 წელს ჩააბარა გამოცდები საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიურფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში სიონის საკათედრო ტაძარში დაიწყო ეკლესიური ცხოვრება.მონაწილეობას იღებდა საკვირაო წირვა-ლოცვაში, იყო სტიქაროსანი.

1982 წ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით საქართველოს საპატრიარქოში მუშაობა დაიწყო ეკონომისტად, ხოლო ერთი წლის შემდეგ დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსის მოადგილედ.

1984 წ. გაწვეულ იქნა სამხედრო სამსახურში. დაბრუნების შემდეგ მუშაობა განაგრძო საქართველოს საპატრიარქოში არქივარიუსად. 1985 წ. ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. მცხეთაში სწავლის პერიოდში სურვილი გაუჩნდა მონასტრული ცხოვრებისა. არდადეგების დროს მორჩილებას გადიოდა ბეთანიის მამათა მონასტერში და მარტყოფის საპატრიარქო რეზოდენციაში.

1988 წ. 3 იანვარს სამთავროში ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი) შეასრულა მისი ბერად კურთხევის წესი, სახელდებით იობი. იმავე წლის 19 იანვარს (წყალკურთხევას) ნათლისღება დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აკურთხა დიაკვნად, ხოლო ამავე წლის 28 მარტს მღვდლად.

1988 წ. 22 ივნისს დაინიშნა მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვრად.

1989 წ. ზაფხულში მონაწილეობა მიიღო მისიონერულ მოგზაურობაში, რომელიც მოეწყო აჭარაში.

1989 წ. 3 სექტემბერს აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, ამავე წლის ოქტომბერში უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაყვანილი იქნა აჭარაში, სხალთის ახალ-გახსნილ მამათა მონასტერში, სადაც ერთი წელი დაჰყო. 1990 წ. 28 აგვისტოს ვარძიაში უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.

1990 წლის სექტემბერში გადაიყვანეს აფხაზეთში კომანის მონასტერში. სამწუხაროდ, მონასტერში არასასურველოი პირობების გამო დროებით ისევ დედაქალაქში დაბრუნდა. იმავე წლის ზაფხულში დაინიშნა საპატრიარქოს ახლადჩამოყალიბებული სოფლის-მეურნეობის განყოფილების თავმჯდომარე, იმავდროულად მარტყოფის ღვთაების მონასტერში - წინამძღვრად.

1992 წელს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით გამორჩეულ იქნა მანგლელ ეპისკოპოსად. 17 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის და წმიდა სინოდის წევრთა ხელდასხმით მოხდა ეპისკოპოსად კურთხევა, ხოლო სექტემბრის თვეში დაინიშნა თბილისის სემინარიისა და აკადემიის პრორექტორად სტუდენტთა აღმზრდელობით დარგში.

1992 წ. 28 დეკემბერს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით გადაიყვანეს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში მმართველად და პატრიარქის ბრძანებით დაინიშნა ხულოს სასულიერო სასწავლებლის რექტორად.

1995 წ. გაზაფხულზე ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის გაყოფის შემდეგ დაინიშნა ბათუმისა და სხალთის ეპარქიის მმართველად..

1996 წ. 21 ოქტომბრიდან დაინიშნა ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველად, იმავდროულად ინიშნება კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

1996 წ. 25 დეკემბერს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსს ხარისხში, ხოლო 2000 წ. 28 ნოემბერს მიტროპოლიტის ხარისხში. არის ლიტურგიკული და სავითიმეტყველ კომისიების თავმჯდომარე.

 

 
foto galerea
www.brili.ucoz.com © 2017